კლუბი BASSIANI 6 აპრილს, HOROOM-ის ღამეზე შესულ თანხას დაღუპული და დაშავებული მეშახტეების ოჯახებს გადურიცხავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, BASSIANI / HOROOM-ი ყველა მაღაროელს
სოლიდარობას უცხადებს.
"2018 წლის 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტაში ნგრევის შედეგად 6 მაღაროელი დაიღუპა – 3 კი დაშავდა. სამწუხაროდ, საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებში დასაქმებული ადამიანებისთვის მძიმე სოციალური პირობებია. ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომითი უსაფრთხოების არარსებობის გამო 2011 წლიდან დღემდე ათასობით მშრომელი გარდაიცვალა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ღირსებული ცხოვრება, რადგან ზრუნვის მიდგომები და ადამიანისთვის შრომის პირობების შექმნა მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს.
BASSIANI / HOROOM სოლიდარობას უცხადებს ყველა მაღაროელს და 6 აპრილს, HOROOM: ■ HAMATSUKI ■ WILL GATES ■ MERCURRIO ღამეზე შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს.
ჩვენ ვიბრძვით სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ, ქვეყნის სოციალური კეთილდღეობისთვის!", - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი, დაშავდა.