კიევის ქუჩაზე ხანძარს იორდანიის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განუცხადა.
როგორც გამგებელი აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა აგხდა.
„კიევის ქუჩის 3 ნომერში სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა იორდანიის მოქალაქე. ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. ქალაქის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ცოტა ხანში მუშაობას კრიმინალური სამსახური დაიწყებს და გვეცოდინება, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, უფრო ჩანს, რომ ეს იყო დაუდევრობა", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი დღეს გაჩნდა, რის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.