ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) იზმირის მახლობლად, რომელიც ერთ-ერთი სამგზავრო თვითმფრინავის მგზავრებმა დააფიქსირეს.
მგზავრმა ვიდეოს გადაღებაც მოახერხა, სადაც ჩანს, რომ ამო გარკვეული პერიოდი თვითმფრინავის პარალელურად გადაადგილდება. თავად კადრები კი იზმირთან ახლოს, ეგეოსის ზღვის თავზეა გადაღებული.
ვიდეოს ინტერნეტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა.
კომენტარებში ზოგი ამო-ს ცხოველს ამსგავსებს, ზოგი კიდე ფრინველთა გუნდს.