ყაზბეგში, მყინვარწვერზე ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა, კიდევ ერთი კი, დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ბელგიის მოქალაქეს დაშვების დროს, სავარაუდოდ, თოკი გაუწყდა და ჩავარდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავებული მეორე ალპინისტი, რომელიც ასევე ბელგიის მოქალაქეა, ამ დროისთვის მეტროსადგურის ტერიტორიაზე იმყოფება.
გარდაცვლილის გადმოსვენება უამინდობის გამო, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.