მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 6 აპრილს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.