მედია თურქეთის უნივერსიტეტზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა სროლას ოსმანგაზის უნივერსიტეტში, თურქეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ესკიშეხირზე.
წინასწარი მონაცემებით, სროლა მოხდა პედაგოგიური ფაკულტეტის შენობაში. ცეცხლი საკუთარ კოლეგებს უნივერსიტეტის თანამშრომელმა გაუხსნა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. მედიის ცნობით, დამნაშავე უკვე დააკავეს.