ტყიბულის შახტაში დაღუპული 6 პირი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
მათი გამოყვანის ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
ცნობისთვის, მინდელის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.