გვაზაურის I გასასვლელში გზის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გვაზაურის I გასასვლელში გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის ქსელი შეცვალა.
(NS)