დღეს, 4 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 12 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.170%-ით, მაქსიმალური 9.380%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.276%-ით განისაზღვრა.