საქართველოს ფერმერთა ასოციაციას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებული პირთათვის განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, სასწავლო ლიტერატურითა და ტრენინგებით უზრუნველყოფა „მემორანდუმი ფარგლებში დაიგეგმება მოსახლეობასთან და ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის ერთობლივი შეხვდრები.ასევე, აგრარული სექტორით დაინტერესებული პირებისთვის და ფერმერებისთის, ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა მოხდება,“-აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმაც,რომლის განმარტებითაც აღნიშნული მემორანდუმი საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესენული პირებს განათლების დონის ამაღლებას.
„მემორანდუმი,რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან გავაფორმეთ მიმართული იქნება,ღონისძიებებისა დაგეგმისა და განხორციელების მხარდაჭერის კუთხით,რომლებიც საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესენული პირებს განათლების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს,“-აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.