2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უძრავი ქონების გამოფენაში - Cityscape Global.
საერთაშორისო ღონისძიება დუბაიში გაიმართება და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ ინვესტორებთან.
კომპანიებს, რომელთაც აღნიშნულ გამოფენაში სურთ მონაწილეობა, სააგენტოს 13 აპრილამდე უნდა მიმართონ ან დარეკონ ნომერზე: 15 25.