საქართველოს პარლამენტი წევრი ილია წულაია “საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა დღეს დაანონსეს, დადებითად აფასებს.
„საგადასახადო ცვლილებები მცირე ბიზნესისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო ორიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ეს ინიციატივები პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმებას.
ეკონომიკაში ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, რაც რეფორმების კურსის სისწორეს ადასტურებს.
ჩვენი სამეწარმეო სისტემების ინტეგრაცია სხვა სისტემებთან, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან გაიზრდება ფინანსური მომსახურების სექტორი. ის ფაქტი, რომ საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისას, შესაძლებელი იქნება გაიხსნას პარალელური კომპანია სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას როგორც ევროპის ისე მსოფლიო ბაზართან", აცხადებს ილია წულაია.