გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 5 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს. შიდა ქართლში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -3 გრადუსამდე დაეცეს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.