დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გედევან ფოფხაძემ განმარტა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.