დღეს, 4 აპრილს, 13:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის წინ, თბილისის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სვანების ინიციატივით გაიმართება აქცია, სვანეთში, რაჭასა და სხვა კუთხეებში დიდი, დაუსაბუთებელი და დამაზიანებელი ჰესების წინააღმდეგ, ასევე ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობაზე სპეცრაზმისა და სხვა ძალადობრივი მეთოდების გამოყენების წინააღმდეგ!
აღნიშნულ აქციაზე მხარს უჭერენ და მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ, გარემოსდამცველებიც (ლაშა ჩხარტიშვილი - ეკოლოგი, ვახტანგ ზარქუა - ენერგეტიკოსი და სხვა).