Colliers International Georgia-ს მიერ ჩატარებული საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს მოიცავს. თბილისში რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია დაფიქსირდა და დაახლოებით 28,000 ერთეული შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დასრულდა 200-მდე სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში მოიცავს 33,000 ბინას. ახალაშენებულ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 663 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ძველში - 612 აშშ დოლარს უტოლდება. ახალაშენებულ ბინებზე ფასი 7%-ით, ხოლო ძველ პროეტებში 1%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც მოიცავს სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე/ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას.
კვლევა საქართველოს მასშტავბით, სამ ძირითად ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა.