2017 წელს თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის მიწოდება 15%-ით გაიზარდა და 176,000 კვ/მ. შეადგინა, - აღნიშნულის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს კვლევაში, რომელიც კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით ჩაატარა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გაზრდილი მიწოდების 53% King David Business Center-ზე მოდის, რომელმაც A კლასის ბიზნეს ცენტრებს 12,000 კვ/მ. შემატა.
ახალმა მიწოდებამ გამოიწვია ბაზარზე ვაკუნტურობის ზრდა. A კლასის ოფისებში ფასები 4%-ით შემცირდა, ხოლო A- და B+ კლასებში ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც მოიცავს სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე/ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას.
კვლევა საქართველოს მასშტავბით, სამ ძირითად ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა.