ავიაკომპანია Emirates-ი თანამშრომლებს ეძებს. ავიაკომპანიამ კასტინგი უკვე გამოაცხადა, რომელიც დუბაიში 13-28 აპრილს გაიმართება.
როგორც Emirates-ში აცხადებენ, მათ ესაჭიროებათ გახსნილი, კვალიფიციური და მეგობრული ადამიანები, რომლებიც ბორტზე მგზავრებს მოემსახურებიან.
ამ დროისათვის Emirates-ი რეისებს მსოფლიოს 159 მიმართულებით ასრულებს, ხოლო მისი ავიაფლოტი 269 ხომალდს ითვლის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Emirates-ი მიიჩნევა ავიალაინერების: Boeing 777-სა და Airbus A380-ის ყველაზე დიდ მომხმარებლად. .