თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი საქართველოს მსგავსად რეგულარულ რეისებს უკრაინის მიმართულებითაც აუქმებს. ავიაკომპანია 26 აპრილიდან სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს აჩერებს, ხოლო 24 აპრილიდან სტამბოლიდან ხარკოვის, ლვოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს.
როგორც Atlasjet Ukraine-ში განმარტავენ, ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შემოდგომამდე ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. სამომავლოდ ავიაკომპანია რეგულარული რეისების განხორციელებას არ გამორიცხავს.
ავიაკომპანია Atlasglobal-ი 2001 წელს შეიქმნა. ის ბაზირებულია სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში. 2015 წლამდე მუშაობდა Atlasjet-ის სახელით. AtlasGlobal-ი ფრენებს 50 მიმართულებით ასრულებს. კომპანიის 90%-ანი წილი Öger Holdings-ის მფლობელობაშია.
რაც შეეხება Atlasjet Ukraine-ს ის Atlasglobal-ის მიერ 2013 წელს დაფუძნდა, ხოლო ფრენების განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.