მიმდინარე სასესიო კვირაში, კანონმდებლები 50-მდე კანონპროექტს განიხილავენ.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების არჩევის საკითხზე და პარლამენტის დადგენილების პროექტებზე იმსჯელებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს საორგანიზაციო საკითხები გააცნო. ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე პარლამენტის, ქუთაისის სასახლეში გაიმართება.