საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარდგება.
არსებული ინფორმაციით, საბოლოო თარიღთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაცია დღეს შედგა.
პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის მეორე ნახევარში წელს პირველად წარდგება.
2017 წელს საქართველოს პრეზიდენტი მოხსენებით 8 აპრილს გამოვიდა, 2016 წელს 3 თებერვალს, 2015 წელს 31 მარტს, ხოლო 2014 წელს 21 თებერვალს.