3 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.23 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9418 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9649 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.31 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6008 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3615 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 04 აპრილიდან შევა ძალაში.