მარტში ყველაზე ძვირადღირებული ფქვილის იმპორტი იტალიიდან განხორციელდა. იტალიიდან საქართველოში იმპორტირებული ფქვილის ფასმა 1 ტომარაზე (50 კგ) 128,9 დოლარი შეადგინა. თუმცა იყო იტალიიდან შემოტანილი ფქვილის პარტია, რომლის ფასიც ტომარაზე 48,1 დოლარი იყო.
სტატისტიკური მასალების მიხედვით, იტალიის შემდეგ რეიტინგში მოდის საფრანგეთიდან შემოტანილი ფქვილი, რომლის ღირებულებამაც ტომარაზე 82,9 დოლარი შეადგინა. მარტში საფრანგეთიდან იმპორტირებული 1 ტომარა ფქვილის ფასი 58,6 დოლარი იყო, ხოლო გერმანიიდან 46,6 დოლარიდან 57,8 დოლარამდე.
მარტის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დაბალი ფასით ფქვილის იმპორტი ბელორუსიდან დაფიქსირდა, საიდანაც საქართველოში შემოტანილი 1 ტომარა ფქვილის ფასმა 11,2 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მარტში ფქვილის იმპორტმა 1028 ტონა შეადგინა.