ქართლი ფქვილი სომხეთის გარდა ანგოლასა და ერაყში იყიდება. როგორც ირკვევა მარტში ანგოლაში საქართველოდან 1788 ტონა ფქვილის გავიდა, ერაყში - 120 ტონა, ხოლო სომხეთში - 19 ტონა. სტატისტიკური მასალებით ირკვევა, რომ ანგოლაში გატანილი 1 ტომარა (50კგ-იანი) ფქვილის ფასი 15,8 დოლარიდან 20 დოლარამდე მერყეობდა. ერაყში ექსპორტირებული კი 1 ტომარა ქართული ფქვილის ფასმა 14,1 დოლარი შეადგინა. სომხეთში ექსპორტირებული 1 ტომარა ფქვილის ფასი კი 18,7 დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მარტში საქართველოდან ფქვილის ექსპორტმა 1928 ტონა შეადგინა.