„ქართული ლუდის კომპანია“ 2017 წელს საკმაოდ წარმატებულად აფასებს და მომხმარებელს წელსაც ბევრ სიახლეს ჰპირდება. „ქართული ლუდის კომპანიის“ ხელმძღვანელი კახა კოტრიკაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ გაზრდილი კონკურენციის ფონზე კომპანიამ ბაზრის წილის ზრდა მაინც მოახერხა.
„2017 წელი გაზრდილი კონკურენციის ფონზე, საქართველოს ლუდის ბაზარი საკმაოდ აქტიური იყო. გასულ წელს ლუდის ბაზარზე ბევრი მოთამაშე გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა „ქართული ლუდის კომპანიამ“ მოახერხა ის, რომ გაიმყარა პოზიციები ბაზარზე, გაიუმჯობესა ბაზრის წილი და თავის პორტფელიოში დაიმატა ახალი მიმართულება- ნატურალურ წვენები. საბოლოო ჯამში 2017 წელი საკმაოდ წარმატებულად დავასრულეთ“, აცხადებს კახა კოტრიკაძე.
„ქართული ლუდის კომპანიის“ ხელმძღვანელის განმარტებით, ლუდისა და ლიმონათის ბაზარზე კომპანია ლიდერ პოზიციაზეა. კომპანიას მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ასევე ნატურალური წვენების სეგმენტშიც.
„ჩერომ“ თავისი ადგილი ნატურალური წვენების ბაზარზე უკვე დაიმკვიდრა. სწორედ ამიტომ მოხდა ინიცირება ახალი პროექტისა, ესაა ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში ყველა მიმართულებით პროგრესი გვაქვს და ამ პროგრესის შენარჩუნებას ვაპირებთ. მომხმარებელს მიმდინარე წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვან სიახლეებს შევთავაზებთ. რამდენიმე დღეში დავაანონსებთ ასევე საქართველოში კიდევ ერთი გლობალური ბრენდის შემოყვანას“, აცხადებს კახა კოტრიკაძე.