ჩრდილოთ კორეაში ნავთობისა და ქვანახშირის არალეგალურად შეტანის გამო, გაერო-მ ათასობით გემი და კომპანია შავ სიაში შეიყვანა.
როგორც RadioAustralia წერს, გაერო-მ გაზარდა ზეწოლა ჩრდილოთ კორეაზე, მოახლოვებული სამხრეთ-ჩრდილოეთის სამიტთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, გაერო-მ ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე იმოქმედა, რომელმაც 21 სატრანსპორტო კომპანია დაასახელა. აქედან ხუთი წარმოშობით ჩინური, თხუთმეტი ჩრდილოეთ კორეის, ხოლო თორმეტი არა კორეული წარმოშობის კომპანიაა. შავ სიაში მოხვდა ასევე ტაივანის ერთი მოქალაქე.