ჩინური კოსმოსური სადგური "ტიანგონგ 1" წყნარ ოკეანეში ჩავარდა.
ამერიკელი სპეციალისტის ჯონათან მაკდოველის თქმით, სატელიტი კუნძული ტაჰიტის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა.
ცნობისთვის, ჩინეთმა "ტიანგონგ 1" ექსპერიმენტების ჩასატარებლად 2011 წელს გაუშვა, სატელიტი 2022 წლისთვის კოსმოსური სადგურის გაკეთების გეგმის ნაწილი იყო, მაგარამ მასზე მუშაობა 2016 წელს შეაჩერეს.