პარლამენტის შენობის წინ, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსხურდიამ განაცხადა, მას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის იმედი არ აქვს.
„საგამოძიებო ორგანო უბრალოდ იღებს ინფორმაციას და არავითარ შემხვედრ კითხვებს ამ მოწმეებს არ უსვამს. უბრალოდ, ჩავთვალოთ, რომ იჯერებენ იმას, რასაც მოწმეები ყვებიან. კარგად ჩანს პროკურატურის სრული უმოქმედობა, სრული უნებისყოფობა ამ საქმეში. უბრალოდ, მათ არ გააჩნიათ ნება ამ საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.