13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, შედარებით გაუმჯობესებულია - აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.
„პაციენტი ნევროლოგიურ დეპარტამენტშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და შედარებით გაუმჯობესებულია. ის მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს თვალზე, მას ასევე ტვინის შერყევის დიაგნოზი აქვს“, - აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს რამდენიმე დღის წინ დაესხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 მარტს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. მას პატიმრობა შეეფარდა.