ეროვნული სატყეო სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინეს.
ხაშურის სატყეო უბანზე, ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ მოიპოვა 7 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც ახორციელებდა მაღალი გამავლობის ავტომობილით.
შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაილუქა ავტომობოლი. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.
ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.