30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4144 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4263 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.19 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9762 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9875 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.13 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6109 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.3932 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 მარტიდან შევა ძალაში.