30 მარტს ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო ექვსი საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტი აზერბაიჯანს და საქართველოს შორის, რომელთაგან ყველამ მიიღო გრანტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტების წარდგენის ცერემონია საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიმართა.
პროექტები, რომლებმაც მიიღეს გრანტები აზერბაიჯან-საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს რეგიონული განვითარების და საზღვრისპირა თანამშრომლობას გაძლიერებას ორ ქვეყანას შორის, რის შედეგად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობების საცხოვრებელი პირობები, და გადაიჭრება გარემოსთან, ახალგაზრდობის დასაქმებასა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მთლიანი დაფინანსება 1.35 მილიონი ევროა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის მიზანია მდგრადი საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსაზღვრე რეგიონებს შორის, რათა მიღებული იქნას ერთობლივი გადაწყვეტილებები სასაზღვრე ტერიტორიებზე არსებულ საერთო გამოწვევებზე მოლდოვასა და უკრაინას, სომხეთსა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, და ბელარუსს და უკრაინას შორის, თითოეული სასაზღვრე ტერიტორიის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. გარდა ამისა, პროგრამა მიზნად ისახავს მეზობელი ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების პოტენციალის გაძლიერებას საზღვრისპირა პროექტების ერთობლივად შესამუშავებლად და განსახორციელებლად.