გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 - 31 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 30 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს დასავლეთ საქრთველოში 4 – 5 გრადუსით მოიმატებს.
ქ. თბილისში შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.