"ოპეკი +"-ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების შემდგომი პერსპექტივები მხოლოდ მას შემდეგ იქნება ნათელი, როცა მიღწეულ იქნება გარიგების მიზნები", განაცხადა რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა.
"ფორმულა მდგომარეობს შემდეგში - საბოლოო მიზნის მიღწევა ხოლო ამის შემდეგ იქნება გამოსავალი. თუმცა, როდის მივაღწევთ ჩვენ ამ მიზანს, ახლა რთული სათქმელია", -აღნიშნა მან.
"საჭიროა თვალყური ვადევნოთ, განვახორციელოთ მონიტორინგი, ვაკეთოთ პროგნოზები. ახლა ბევრი განსხვავებული შეფასება არსებობს" - დასძინა აქვე მინისტრმა.