პრემიერ-მინისტრი პოსტის დატოვებას არ აპირებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა „ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ“.
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.