შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საგანგებო რეჟიმში განიხილავს უნივერსიტეტის ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ამავე უნივერისტეტის მოწვეული ლექტორის, ზაზა სიამაშვილის Facebook პოსტს ეხება.
როგორც განცხადებაში წერია, ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენს GIPA-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და სხვადასხვა პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობით, ახორციელებს არაერთ მასშტაბურ პროექტს აღნიშნული მიმართულებით.
"GIPA კატეგორიულად ემიჯნება ზაზა სიამაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. მსგავსი ტიპის განცხადებები რადიკალურად ეწინააღმდეგება GIPA-ს ღირებულებებს და ცდება უნივერსიტეტში არსებულ ეთიკის ნორმებს.
ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და სხვადასხვა პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობით, ახორციელებს არაერთ მასშტაბურ პროექტს აღნიშნული მიმართულებით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საგანგებო რეჟიმში განიხილავს უნივერსიტეტის ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ზაზა სიამაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, "რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი "ვითომ" ქალები?!". სიამაშვილი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების მისამართით წერს, რომ მათ მკერდს ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება.