27-28 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქარველოს მოქალაქეების, ნ.ჰ-ს და ს.ა-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული აქციზური მარკით სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული სიგარეტი ( ჯამში 3,180 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.