გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი გარდაბნის შესასვლელში ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 18 წლის ქვეითი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.