ბათუმის ბულვარის მთლიან პერიმეტრზე მავნებელ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქიმიური წამლობა დაიწყო.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფუნგიციდის, ინსეკტიციდებისა და ზეთოვანი ემულსიის გამოყენებით, 35 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარე, ძველი ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ეტაპობრივად შეიწამლება.
ბულვარის ადმინისტრაცია, სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებას წელიწადში ოთხჯერ ახორციელდებს. აღნიშნული სამუშაოები, ბათუმის ბულვარში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ქიმიური წამლობა სრულიად უსაფრთხო, არატოქსიკურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.