2 აპრილს, რეგიონულ ჰოსპიტალში სანაღვლე გზების,ღვიძლის და პანკრეასის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები ჩატარდება.
კონსულტაციებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტრანსპლანტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე და ჰეპატოლოგი სოფიო ბერიძე ჩაატარებენ.
ჰეპატო-ბილიარული სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ მაღალია და მათი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც 2014 წლიდან დღემდე ღვიძლის გადანერგვის 15 ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.
ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან და ჰეპატოლოგთან მიღება 11:00-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05