„ბოზი ქალებივით ყვირიხართ", - ასე მიმართა თბილისის გენერალური გეგმის განხილვაზე დედაქალაქის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან" ვახტანგ შაქარიშვილმა ოპოზიციის წევრებს.
"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადების, მას შაქარიშვილმა ბოზი უწოდა და შემდეგ, ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო.
ხოშტარიამ თბილისის მერის კახი კალაძის მისამართით განაცხადა, რომ ხალხის შეურაცხყოფაა, როცა განსხვავებული აზრის გამო მერს იმის უნარიც არ გაქვს, რომ 5 წუთი კრიტიკა მოისმინო.
„ბოლომდე ვითხოვდი სიტყვას იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. როცა იწვევ ამდენ ადამიანს და საჯარო სასამართლოს უწყობ შენივე დაქირავებულ, ხალხის ფულით დაქირავებულ ფირმას. ხალხის შეურაცხყოფაა, როცა განსხვავებული აზრის გამო მერს იმის უნარიც არ გაქვს, რომ 5 წუთი კრიტიკა მოისმინო და შეურაცხყოფა არ მოგაყენოს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.