თბილისში, პეკინის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.