„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის სატელევიზიო ანძაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომლის ფარგლებში დაზიანებული სანათი მოწყობილობები ახლით ჩანაცვლდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას ანძა ნაწილობრივ იქნება განათებული.
მათივე ცნობით, სანათების მონტაჟი კვირის ბოლომდე დასრულდება.