ჭიათურის შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.