საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩს, რომელმაც ქვეყანაში მუშაობა დაასრულა მადლობას უხდის.
"საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია. ამ თვალსაზრისით, გასული წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი და სამაგალითო იყო.
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
ელჩი კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება.
მე მას წარმატებებს ვუსურვებ! ვიმედოვნებ, იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა კიდევ არაერთხელ ეწვევიან საქართველოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ მათ ყოველთვის სიხარულით ვუმასპინძლებთ.
საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი", აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.