23 მარტს 15:00 საათზე, სარფის საბაჟოს გამსვლელ პუნქტში დაგემილია, ''აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის მექანიზმების გაძლიერება მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში” პროექტის გახსნა.
აღნიშნული პროეტი ხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამონაწილეობით.
პროექტის მიზანია მიგრანტებზე ფოკუსირებულ მიდგომაზე დაყრდნობით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში, აივ ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, გამოვლენის, გადამისამართებისა და მკურნალობის მიზნით ხელი შეუწყოს სასაზღვრო მექანიზმების შემუშავებას.