ბათუმში, ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტი დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ მოკვლევა დაიწყო, რის შედეგადაც 150 და 200 ლარის ოდენობით ორი ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, არ დაანაგვიანონ ქუჩები და თავიანთი წვლილი შეიტანონ სუფთა ქალაქის შენარჩუნების საქმეში.