გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა 17 მარტს დასავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.