შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მოქალაქეების სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო. ვერტმფრენი უკვე გაფრინდა გუდაურის მიმართულებით, საიდანაც ინციდენტის შედეგად დაშავებულებს თბილისში გადმოიყვანს.