აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს თანამდებობიდან დაითხოვოს თავისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი. წერს Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით.
სავარაუდოდ, მაკმასტერი აღნიშნულ თანამდებობას სწრაფად არ დატოვებს, რადგან ტრამპს არ სურს მისი „დამცირება“ - იუწყება The Washington Post-ი. გარდა ამისა, პრეზიდენტს სურს მაქსიმალურად სერიოზულად მიუდგეს მისი შემცვლელის კანდიდატურას.
რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ გადაწყვიტა ტრამპმა მისი გუნდისგან ჩამოშორება, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტს არ მოსწონდა „გენერლის ძალზე ქალური მიდგომები და მისი ხანგრძლივი და საქმესთან კავშირში არ მქონე ბრიფინგები“.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის ყველაზე ხმაურიანი საკადრო ცვლილება რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფელბა აღმოჩნდა. სავარაუდოდ კადრების წმენდა კვლავ გააგრძელდება.